რეგიონალური სემინარი ფრინველის გრიპის შესახებ


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონალურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო სწავლება,

 რომელიც ფრინველის გრიპსა და მეფრინველეობას შეეხო. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვეტერინარი სპეციალისტები. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები. სამუშაო სწავლების მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევებში ფრინველის გრიპის ობიექტური შეფასება, კვლევის სტანდარტების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს. BTSF-ის პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება. პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ინიციატივა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.