ბიოუსაფრთხოების ოფიცრების მე-7 სიმპოზიუმი


საქართველოში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზედამხედველმა სტრუქტურებმა მონაწილეობა მიიღეს ბიოუსაფრთხოების მე-7 ყოველწლიურ სიმპოზიუმში. შეხვედრის დროს,
 მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის აქტუალური საკითხები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს თავიანთ უწყებებში განხორიციელებული აქტივობები და გამოცდილება. სიმპოზიუმთან ერთად, ბიუსაფრთხოების ოფიცრების შეხვედრები პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეპიდზედამხედველობისათვის საიმედო გარემოს შექმნა. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, აუციელებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.