სწავლება PCR - სექვენირება


სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ტარდება სწავლება მოლეკულური-გენეტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდზე. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტებს შესაძლებლობა ექმნებათ დაავადება მოლეკულურ დნმ/რნმ-ის დონეზე განსაზღვრონ. 
ახალი მეთოდი, რომელსაც შეისწავლიან ლაბორატორიის სპეციალისტები, მოლეკულურ ბიოლოგიაში წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელსაც პრინციპულად ახალი განსაზღვრის დონემდე აჰყავს დიაგნოსტიკა და საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გენეტიკური მუტაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დაავადების მოლეკულურ დონეზე კვლევისათვის გამოიყენება უახლესი აპარატურა,(3500 Genetic Analyzer) რომელიც საშუალებას იძლევა პათოგენების აღმოჩენისას, ლაბორატორიის დასკვნა იყოს უფრო ზუსტი და სარწმუნო. სექვენირების მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, თუმცა ამ მეთოდით მუშაობა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. LMA-ის სპეციალისტების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოწვეული უცხოელი კოლეგები უტარებენ. შედეგად, მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტები აღნიშნული კვლევებისთვის შესაბამისს ხელსაწყოზე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას შეისწავლიან.მონაცემთა ანალიზის დამუშავება მოხდება ბიო-ინფორმატიკის სხვდასხვა პროგრამების მეშვეობით.