ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების ტრენინგი გაიმართა


სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ახორციელებს ბიოუსაფრთხოების ტრენინგის ეფექტურ პროგრამას ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის.
აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. ბიოუსაფრთხოების ტრეინინგები ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ. ტრენინგი ჩაატარა აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს DTRA-ს მიერ მოწვეულმა ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა, სტივენ რორერმა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა. ბიუსაფრთხოების პროცედურების შესახებ სწავლებები პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეპიდზედამხედველობისათვის საიმედო გარემოს შექმნა. #სოფლისმეურნეობა2017 #სოფლისმეურნეობისლაბორატორია #ბიოუსარფთხოება #ეპიდზედამხედველობა #დიაგნოსტიკა #LMA