თურქეთის დელეგაციის ვიზიტი


თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაათვალიერეს. ვიზიტის დროს, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ.
 თურქმა კოლეგებმა, როგორც მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ასევე ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიები მოინახულეს და სხვადასხვა კვლევაზე სპეციალისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დროს, ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა ფიტოსანიტარულ მონიტორინგსა და ზედამხედველობაში, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც მათ დელეგაციის წევრებს განუმარტეს, ლაბორატორია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზისა და სალიკვიდაციო პროგრამების განხორციელებაში, ვინაიდან არსებულ ბაზაზე სრულად არის შესაძლებელი ნებისმიერი ფიტოსაკარანტინო თუ სხვა (არასაკარანტინო) საშიში მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაცია. ასევე, ცხოველთა დაავადებების მიმართულებით აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში განხორიცელებული ღონისძიებები იძლევა სწორი, სანდო და დროული დიაგნოსტიკის საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიური განვითარების საქმეში. სურსათის კვლევის მიმართულებით, დელეგაციის წევრები მიკრობიოლოგიისა და სურსათის უვნებლობის პარამეტრების კვლევებით დაინტერესედნენ. მხარეებმა, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, თურქეთის საქონელწარმოების ასოციაციის და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა და მის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ მარნეულის ლაბორატორიასაც ეწვივნენ. #სოფლისმეურნეობისლაბორატორია #სოფლისმეურნეობა2017 #მთავრობა2017 #ლაბორატორია