საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

 

ბრძანება №2-155

2016 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი

 

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 მაისის №323 დადგენილების საფუძველზე,

                                                                                 

                                                                                                          ვბრძანებ:

 

მუხლი 1

დამტკიცდეს  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის  –  საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს ლაბორატორიის თანდართული დებულება.

 

მუხლი 2

 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანება.

 

მუხლი 3

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 5 სექტემბრიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრი   ოთარ დანელია

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ლაბორატორიის  დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 მაისის №323 დადგენილების საფუძველზე.

 

2. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

 

3. ლაბორატორიას აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

 

4. ლაბორატორიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 

5. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გოძიაშვილის ქ. 49.

 

მუხლი 2. საქმიანობის სფერო

 

ლაბორატორიის საქმიანობის სფეროში შედის:

 

ა) ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

 

ბ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის, ნედლეულის, ცხოველის საკვებისა და ნედლეულის, ასევე, სასმელი წყლის კვლევა;

 

გ)  მცენარეული  მასალის  და  ნიადაგის  ნიმუშების  გამოცდა  მცენარეთა  საკარანტინო  და  სხვა  საშიში  მავნე ორგანიზმების  არსებობაზე;

 

დ) ცხოველთა გადამდები დაავადებების გაჩენის რისკის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;

 

ე)  ცხოველთა გადამდები დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;

 

ვ) საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის კვლევის განხორციელება სხვა ლაბორატორიაში;

 

ზ) სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებული თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;

 

თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან   თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;

 

ი) სამეცნიერო/კვლევით პროექტებში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად;

 

კ)  ახალი  სადიაგნოსტიკო  მეთოდების,  ლაბორატორიული დანადგარ-მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციისა და დანერგვის ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. ლაბორატორიის უფლებამოსილებები და ფუნქციები

 

ლაბორატორია  უფლებამოსილია:

 

ა) განახორციელოს ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის, ცხოველის საკვების და სასმელი წყლის კვლევა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაცია, თესლის ხარისხის განსაზღვრა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) დეტექცია;

 

ბ) შეიტანოს წინადადებები   საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროში სადიაგნოსტიკო, ლაბორატორიულ და ორგანიზაციულ-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით;

 

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და  მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ეპიზოოტიური, მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური, ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო  და სხვა ლაბორატორიული გამოცდებისათვის აუცილებელი მასალა და დოკუმენტები;

 

დ)  საჭიროების  შემთხვევაში,  მისცეს  მითითებები  იურიდიულ  და  ფიზიკურ  პირებს  ნიმუშის  აღებისა  და ლაბორატორიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით;

 

ე)    საჭიროების    შემთხვევაში,   კანონმდებლობით    დადგენილი   წესით,  გადაამოწმოს    ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და გამოცდის ჩატარების სისწორე;

 

ვ) გასცეს გამოცდის ოქმი ჩატარებული ლაბორატორიული გამოცდის შედეგზე;

 

ზ)   დაუყოვნებლივ   აცნობოს   შესაბამის   უწყებებს   ცხოველთა   გადამდები   დაავადებებისა   და   მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შესახებ;

 

თ)   მონაწილეობა   მიიღოს   და   განახორციელოს   სამეცნიერო/კვლევითი   პროექტები   და   აიღოს   ნიმუშები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად;

 

ი) ვალედებულია  მოახდინოს  გამოკვლევა  დამატებით იმ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებაზეც, რომელზეც ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშის დამუშავება/კვლევის დროს ეჭვი იქნა მიტანილი;

 

კ)  საჭიროების  შემთხვევაში  ჩაატაროს  ცხოველთა  ჯანმრთელობის,  სურსათის  უვნებლობის  და  მცენარეთა დაავადებების პრობლემებზე სამეცნიერო კვლევები დაინტერესებულ უწყებებთან/ორგანიზაციებთან ერთად;

 

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 4. ლაბორატორიის   მართვა

 

1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან

 

ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

 

2. ლაბორატორიის დირექტორი დამოუკიდებლად იღებს  გადაწყვეტილებებს  ლაბორატორიას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

 

3. დირექტორი მოქმედებს ლაბორატორიის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ლაბორატორიას სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.

 

4. ლაბორატორიის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს  სოფლის  მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის დირექტორი.

 

5. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე.

 

6. ლაბორატორიის დირექტორი:

 

ა)  ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობას;

 

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

 

გ) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

 

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად;

 

ე) სტრუქტურულ ერთეულებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება- მოვალეობებს;

 

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება ლაბორატორიის სხვა თანამშრომელზე;

 

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს და  წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაბორატორიის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

 

თ) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით, ქმნის კომისიებს ან/და სამუშაო ჯგუფებს;

 

ი) წარმოადგენს ლაბორატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

 

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ლაბორატორიისთვის გამოყოფილ  სახსრებსა  და ქონებას, პასუხისმგებელია ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

 

ლ) დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის  შესახებ;

 

მ) წყვეტს თანამშრომელთათვის სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით;

 

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კომპეტენციის ფარგლებში;                         

 

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება- მოვალეობებს.

 

მუხლი 5. ლაბორატორიის   სტრუქტურა

 

1. ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას  უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

 

2. ლაბორატორიას,  ხარისხის  მართვის  და  ბიოუსაფრთხოების  საკითხების  მოწესრიგების  მიზნით,  ჰყავს ხარისხის მენეჯერი და ბიოუსაფრთხოების ოფიცერი.

 

3. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია:

 

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

 

ბ) ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილება; გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

 

დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;

 

ე) მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;

 

ვ) სურსათის კვლევის დეპარტამენტი.

 

4. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებია:

 

ა) ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია (ზდლ);

 

ბ) ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია (ზდლ);

 

 გ) გურჯაანის ლაბორატორია;

 

დ) დუშეთის ლაბორატორია;

 

ე) მარნეულის ლაბორატორია;

 

ვ) გორის ლაბორატორია;

 

ზ) ამბროლაურის ლაბორატორია;

 

თ) ზუგდიდის ლაბორატორია;

 

ი) ოზურგეთის ლაბორატორია;

 

კ) ბათუმის ლაბორატორია.

 

მუხლი 6. სტრუქტურული ერთეულებისა და  ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები

 

1. ადმინისტრაციული   სამსახურის ფუნქციებია:

 

ა) ლაბორატორიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ლაბორატორიის ხელმძღვანელ პირთა დავალებების შესრულება, შეხვედრების,  თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

 

ბ) ლაბორატორიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული მარკეტინგული/სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა; ვებგვერდის ფუნქციონირების  უზრუნველყოფა;

 

დ) ადამიანური რესურსების  მართვის სისტემების შემუშავება, დანერგვა;

 

ე) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

 

ვ) ლაბორატორიის თანამშრომელთა პირადი საქმეების, საკადრო დოკუმენტაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება;

 

ზ) შინაგანაწესის პროექტის  შემუშავება და ლაბორატორიის დირექტორთან დასამტკიცებლად წარდგენა;

 

თ) დამტკიცებული შინაგანაწესის  შესრულების კონტროლის განხორციელება;

 

ი) ლაბორატორიის თანამშრომელთა სწავლება/სემინარებისა და კონფერენციების დაგეგმვა/ორგანიზება;

 

 კ) ლაბორატორიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

 

ლ) ლაბორატორიის არქივის წარმოება;

 

მ) ლაბორატორიის   საქმიანობის   სამართლებრივი   უზრუნველყოფა,   ლაბორატორიის   ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ლაბორატორიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

 

ნ) იმ  ხელშეკრულებათა  შედგენა   ან/და   მათ   შედგენაში   მონაწილეობის   მიღება,   რომლებშიც   მხარედ წარმოდგენილია  ლაბორატორია;

 

ო)   ფიზიკური   და   იურიდიული   პირებისაგან   მიღებული   განცხადებების,   საჩივრებისა   და      წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

 

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა; ჟ) კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; რ) ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

 

ს) სასაწყობო  მეურნეობის წარმართვა;

 

ტ)  კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

2. ნიმუშების  რეგისტრაციის და სტატისტიკური   დამუშავების  განყოფილების ფუნქციებია:

 

ა)ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

 

ბ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  ფიზიკურ  და იურიდიულ  პირთა  ინფორმირება  საგამოცდო ნიმუშის  აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესებზე;

 

გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოცდის შედეგის – გამოცდის ოქმის გაცემა;

 

დ)   ლაბორატორიული   გამოცდების   შედეგად   მიღებული   მონაცემების   სტატისტიკური   დამუშავება   და ანგარიშების მომზადება;

 

ე)  განსაკუთრებით  საშიში  დაავადების  დადებითი   შედეგის  და  ფიტოსანიტარიული  გამოცდის  შედეგად საკარანტინო ორგანიზმების გამოვლენის  შემთხვევაში  შესაბამისი უწყების ინფორმირება;

 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში,  საქართველოს  კანონმდებლობით და  ლაბორატორიის   შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

3. საფინანსო-ეკონომიკური  სამსახურის ფუნქციებია:

 

ა) ლაბორატორიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა;

 

ბ) ლაბორატორიის  წლიური ბიუჯეტის პროექტის                მომზადება   და წარდგენა  დასამტკიცებლად;

 

გ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;

 

დ) ლაბორატორიისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა/უზრუნველყოფა/ანალიზი;

 

ე) ლაბორატორიის ასიგნებების მიზნობრივი ათვისების კონტროლი;

 

ვ) ლაბორატორიის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;

 

ზ) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენა;

 

თ) ლაბორატორიის მიერ მიღებული სხვა ნებადართული შემოსავლების აღრიცხვა- ანგარიშგება;

 

ი) ლაბორატორიული კვლევების ფასწარმოქმნა;

 

კ) საგადასახადო და სხვა სამსახურებთან სავალდებულო ანგარიშგების უზრუნველყოფა;

 

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

4. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 

ა)   ლაბორატორიაში   შემოსული   პათოლოგიური   მასალის   დათვალიერება,   გაკვეთა   და   პათოლოგიურ- ანატომიური  დიაგნოსტიკა;

 

ბ)   პათოლოგიურ-ანატომიური   დიაგნოზის   შესაბამისად,   პათოლოგიური  მასალის  აღება  და  გადაგზავნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის შემდგომი გამოცდის მიზნით;

 

გ) ჰისტოლოგიური კვლევა;

 

დ) სხვადასხვა პარაზიტული და მიკოზური დაავადებების კვლევა;

 

ე) ნიმუშების   პირველადი  დამუშავება  და შესაბამისი გამოცდა(სეროლოგიური, მოლეკულური- ბიოლოგიური,  ბაქტერიოლოგიური და ცოფზე გამოკვლევა);

 

ვ) ნიმუშების   გამოცდა დაავადების                შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების  გამოყენებით;

 

ზ)           ლაბორატორიული     საცდელი           ცხოველების   გამრავლება      და          ამ            ცხოველებით                ლაბორატორიის უზრუნველყოფა;

 

თ) გამოცდების შედეგების ინტერპრეტირება და მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;

 

ი)   ლაბორატორიის   ტერიტორიული   ორგანოებიდან   გადმოგზავნილი               ნიმუშების   გამოცდის   შედეგების დადასტურება;

 

კ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  ლაბორატორიის  ტერიტორიულ  ორგანოებთან  კოორდინაცია  და  მეთოდურ- პრაქტიკული დახმარება;

 

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიული გამოცდის ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;

 

მ)            კომპეტენციის                ფარგლებში,    საქართველოს კანონმდებლობით      და          ლაბორატორიის                შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

5. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 

ა) სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით დაავადებული, სარეველა მცენარეებით, მწერებით, ტკიპებით და ჰელმინთებით დაზიანებული მცენარეების გამოცდა და დაავადების გამომწვევი ორგანიზმების იდენტიფიკაცია კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური გამოცდის მეთოდებით;

 

ბ) ფქვილში მავნე მწერებისა და ტკიპების გამოვლენა-იდენტიფიკაცია კლასიკური მეთოდებით; გ) თესლის ხარისხის განსაზღვრა კლასიკური მეთოდებით;

დ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) სკრინინგი და რაოდენობრივი კვლევა;

 

ე)   სახეობრივი    იდენტიფიკაცია   (ცხოველური   და   მცენარეული   წარმოშობის   პროდუქტებიდან   აღებულ

 

ნიმუშებში);

 

ვ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  ლაბორატორიის  ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტების კოორდინაცია და მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება;

 

ზ)           ლაბორატორიის           ტერიტორიული            ორგანოებიდან              გადმოგზავნილი          შემოწმებული                ნიმუშის გადამოწმება/დადასტურება;

 

თ) კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული გამოცდების ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;

 

ი)            კომპეტენციის                ფარგლებში      საქართველოს კანონმდებლობით      და          ლაბორატორიის                შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

6. სურსათის კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 

ა) სურსათის და ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა; ბ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

გ)   სურსათის  კვლევა  უვნებლობის  პარამეტრებზე (ვეტერინარული  პრეპარატები, პესტიციდები, ტოქსიური ელემენტები და ა.შ.);

 

დ) სურსათის და ცხოველთა საკვების კვლევებში ახალი საერთაშორისო მეთოდების დამუშავება/დანერგვა;

 

ე)            ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევები                სურსათში,        ცხოველთა       საკვებში             და    ცხოველის ლეშიდან  აღებულ პათოლოგიურ მასალაში.

 

ვ)            კომპეტენციის                ფარგლებში      ლაბორატორიის           ტერიტორიული            ორგანოების  კოორდინაცია  და მეთოდურ-პრაქტიკული  დახმარება;

 

ზ)           ლაბორატორიის           ტერიტორიული            ორგანოებიდან              გადმოგზავნილი          და                შემოწმებული                ნიმუშის გადამოწმება/დადასტურება;

 

თ)     კომპეტენციის     ფარგლებში     ლაბორატორიული     გამოცდების     ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;

 

ი)            კომპეტენციის                ფარგლებში      საქართველოს კანონმდებლობით      და          ლაბორატორიის                შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

7.    ქუთაისის    და    ახალციხის   ზონალური       დიაგნოსტიკური       ლაბორატორიების ფუნქციებია:

 

ა)            ლაბორატორიაში         შემოსული        ნიმუშების        შეფასება,           რეგისტრაცია  და          შესაბამისი                სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

 

ბ)   ლაბორატორიაში   შემოსული   პათოლოგიური   მასალის   დათვალიერება,   გაკვეთა   და   პათოლოგიურ- ანატომიური  დიაგნოსტიკა;

 

გ)            ნიმუშების        პირველადი     დამუშავება      და          შესაბამისი        გამოცდა            (სეროლოგიური,                მოლეკულური- ბიოლოგიური,   ბაქტერიოლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევა);

 

დ)          ცხოველთა    დაავადებების   დიაგნისტიკა   დაავადების   შესაბამისი   ალგორითმის   და   სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;

 

ე) სურსათის და ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა; ვ) სასმელი წყლის  მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური  გამოცდა;

 

ზ) მცენარეული მასალის და ნიადაგის ნიმუშების გამოცდა მცენარეთა საკარანტინო  და  სხვა  საშიში მავნე მავნე ორგანიზმების არსებობაზე ვიზუალური და კლასიკური მეთოდებით; ფქვილში მავნე მწერებისა და ტკიპების გამოვლენა-იდენტიფიკაცია კლასიკური მეთოდებით;

 

თ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესზე;

 

ი) ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშის გამოცდის ოქმის გაცემა;

 

კ)            საჭიროების     შემთხვევაში,  ნიმუშის             გადაგზავნა      თბილისის        ლაბორატორიაში გადამოწმება/დადასტურებისთვის;

 

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის  შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

8. გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ბათუმის ლაბორატორიების ძირითადი     ფუნქციებია:

 

ა) ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და გამოცდა;

 

ბ)            საჭიროების     შემთხვევაში    ნიმუშების        გადაგზავნა      თბილისსა         და          ზონალურ                დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში  გადამოწმება/დადასტურებისთვის;

 

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

9. ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერის   ფუნქციებია:

 

ა) საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე ზედამხედველობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა;

 

ბ) ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ხარისხის  სისტემის დანერგვა და მართვა;

 

გ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და აუდიტის შედეგად, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე  ზედამხედველობა;

 

დ) ლაბორატორიაში მოქმედ და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მომცველი დოკუმენტაციის იდენტიფიკაციის, დადგენის, პროცესების შენარჩუნების სამუშაოების, ხარისხის სახელმძღვანელოს, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების, ასევე ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების ხელმძღვანელობა;

 

ე) ლაბორატორიის დირექტორისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში, პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა;

 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

10. ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:

 

ა) ყოველდღიური კონტროლი ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესებზე, პერსონალის მიერ უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის შესრულებაზე სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

 

ბ) ბიოუსაფრთხოების კუთხით, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

 

გ) ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს შექმნა, მისი მუდმივი განახლება - გადამუშავება;

 

დ) სათანადო დოკუმენტაციის შექმნა-შენახვა კომპეტენციის ფარგლებში;

 

ე)  ლაბორატორიულ  ქსელში  ბიოუსაფრთხოების  პერიოდული  აუდიტის  ჩატარება  ტექნიკური  მეთოდების,

 

პროცედურების  და  სტანდარტული  ოპერაციული  პროცედურების,  ბიოლოგიური  აგენტების, მასალების და აღჭურვილობის  შესამოწმებლად;

 

ვ) ლაბორატორიული ნარჩენების უტილიზაციის ზედამხედველობა;

 

ზ)  კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

 

 

მუხლი 7. ლაბორატორიის სახელმწიფო   კონტროლი

1. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

2.  ლაბორატორია  ვალდებულია,  სახელმწიფო  კონტროლის  განსახორციელებლად,  საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

 

3. ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

 

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლაბორატორიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

 

ბ) თავდებობა;

 

გ) სესხის აღება;

 

დ) საშტატო განრიგისა  და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

 

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ლაბორატორიის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

 

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

4.            ამ            მუხლის              მესამე  პუნქტის             „ბ“         და          „გ“         ქვეპუნქტებით                გათვალისწინებულ    მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 

5.   ლაბორატორია   მისთვის   გადაცემული   სახელმწიფო   ქონების   განკარგვას   ახორციელებს   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. ლაბორატორია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

მუხლი 8. ლაბორატორიის დაფინანსების წყარო

 

1. ლაბორატორიის დაფინანსების წყაროა:

 

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

 

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

 

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

 

2.   ლაბორატორიის   მიერ   მიღებული   სახსრები   და   შემოსავლები   მთლიანად  ხმარდება   ლაბორატორიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 9. ლაბორატორიის   ქონება

 

1. ლაბორატორიის ქონება შედგება:

 

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადმოცემული ქონებისაგან;

 

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

 

2.  ლაბორატორიის  ქონებას  შეადგენს  ძირითადი და საბრუნავი  საშუალებები, აგრეთვე  სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ლაბორატორიის დამოუკიდებელ ბალანსზე.

 

მუხლი 10. დასკვნითი   დებულებანი

1. ლაბორატორიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2.   ლაბორატორიის    რეორგანიზაცია   და    ლიკვიდაცია    ხორციელდება   საქართველოს   კანონმდებლობით დადგენილი წესით.