სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას გერმანელი კონსულტანტები ეწვივნენ

#

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში-„ჯილეხის (Bacillus anthracis) სპორებით დაბინძურებული ნიადაგის დეკონტამინაციის ეფექტურობის შეფასება“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას გერმანელი კოლაბორატი/კონსულტანტი - დოქტორი ვოლფგანგ ბაიერი (Wolfgang Beyer) და მისი ასისტენტი ელისაბეთ ბლაშქი (Elisabeth Blaschke) ეწვივნენ
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კონსულტანტებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს საველე ეპიდემიოლოგიურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ველზე ნიმუშების აღებაში, შეაფასეს ნიმუშების აღების პროცედურა და შეიმუშავეს რეკომენდაციები. 
აგრეთვე, გერმანელმა კონსულტანტებმა, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს, რომლის ძირითადი თემები იყო: ნიადაგში ჯილეხის კვლევის ახალი (პჯრ) მეთოდი; საკვლევი ნიადაგების მომზადება და ბაქტერიოლოგიური კვლევის დიზაინი. 
დოქტორმა ვოლფგანგ ბაიერმა, ლაბორატორიის თანამშრომლებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

ფოტოფოტოფოტო