სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით თურქეთში ქალაქ იზმირში ტრანსსასაზღვრო შეხვედრა გაიმართა.

#

აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, თურქეთის ქალაქ იზმირში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ფორმატში, ტრანსსასაზღვრო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა, სამუშაო ფორმატში განიხილეს დაავადებების ზედამხედველობის ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული საკითხები: ტრანსსასაზღვრო დაავადებები, მათი კონტროლი და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის მონაცემთა ბაზები; ცხოველთა ბაზრებისა და გადაადგილების კონტროლი; ცხოველთა ინფექციურ დაავადებებთან და ეპიდაფეთქებებთან ბრძოლა;  ლაბორატორიული კვლევის არსებული  და ახალი მეთოდების დანერგვის პროცედურები.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  მოენახულებინათ ბორნოვას ვეტერინარული კონტროლის ინსტიტუტი და ბერგამას ცხოველთა ბაზრობა.  

აღინიშნა რომ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვისა და  გაღრმავებისათვის.

ფოტოფოტო