სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ FAPAS-ის მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირებების შედეგების მიხედვით, უმაღლესი შეფასება მოიპოვა.

#


 ფოტო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ, საერთაშორისო პროვაიდერის - FAPAS-ის  მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირებების შედეგების მიხედვით, უმაღლესი შეფასება მოიპოვა. 

სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს FAPAS-ის მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირების ( PT (Proficiency Test) )  2 მაჩვენებელზე, ესენია : 

კოლიფორმული ბაქტერიების რაოდენობრივი კვლევა ხორცში და სალმონელას  ჯგუფის ბაქტერიების ხარიხობრივი კვლევა  მწვანილში. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შედეგები და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო პროვაიდერის ➡ FAPAS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე : www.fapas.com