სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

ღია კარის დღე ბიომეცნიერების სტუდენტებისათვის

#

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ლაბორატორიას ტემპუსის პროგრამის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ და სადიაგნოსტიკო დეპარტამენტების საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.

დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთსოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პერიოდულად მართავს მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდებთან, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით დარგის პოპულარიზებასტუდენტები ლაბორატორიაშიტემპუსისპროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ევროკავშირის საბაკალავრო პროგრამის განვითარებას, გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში, ლაბორატორიაც შეუერთდა. მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით ექვს სტუდენტს უკვე უტარდება პრაქტიკული მეცადინეობა.