სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

english

სწავლება ცოფის დაავადების მოლეკულურ კვლევაზე

#

ლაბორატორიის სპეციალისტები ცოფის კვლევის სწრაფი შედეგის მისაღებად ახალ მეთოდს ამუშავებენ.დიდი ბრიტანეთის მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოსთან (APHA) თანამშრომლობის ფარგლებში სსიპსოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის” 

თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად ცოფის დიაგნოსტირებაზე მორიგი სწავლება გაიარესქართველი კოლეგები ლონდონში არსებულ გარეულ ცხოველთა ზოონოზურ და ვექტორულად გადამტან დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე დანერგილი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით მოლეკულური დიაგნოსტიკის ვალიდაციის პროცესის დასრულება. კვლევისათვის საჭირო რეაგენტების უზრუნველყოფა ბრიტანულმა მხარემ მოახდინასამ დღიანი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ცოფთან ერთად სხვა დაავადებების თემატიკაც მოიცვაბრიტანელი კოლეგების ვიზიტი, ლაბორატორიის სპეცილისტების მიერ მათთან ერთად .ლონდონში უკვე გავლილი პრაქტიკის შედეგიასწავლების დასრულების შემდეგ APHA- სპეციალისტებმა ტრეინინგის მონაწილეებს დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.